ვაკანსია

კურიერი საკუთარი ავტომობილით
saitistvis

p.s განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ

საკურიერო კომპანია „გოუ ექსპრესს“ (www.goexpress.ge) ესაჭიროება კურიერი საკუთარი ავტომობილით თბილისსა და რუსთავში.

კომპანიის პირობები:

** საწვავი ყოველდღიურად
** ულიმიტო სასაუბრო დრო, ულიმიტო სმს-ები და 2გბ ინტერნეტი.
** ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი (პირველი თვე 600, მეორე თვე 700 და მესამე თვე 800 ლარი)
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (დასვენება კვირა)
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა
** მობილურზე ნავიგაციის ფლობა
** მართვის მოწმობა „ბ“ კატეგორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება – დამუშავება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
** ყოველდღიურად, მომხმარებლების მხრიდან მიღებული თანხების აღრიცხვა და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა
** ამანათების გადათვლა ტრანსპორტირებამდე და გადამოწმება ჩვენი საიტის მიხედვით
** მოახდინოს ავტომობილის დატვირთვა პროდუქციით
** უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროულ ტრანსპორტირება ოფისიდან მომხმარებლამდე და პირიქით
** უზრუნველყოს მიღება ჩაბარების და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან ჩაბარება
** მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** თავაზიანობა
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართულად მეტყველების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე.
** გასაუბრება

საკურიერო კომპანია “გოუ ექსპრესი” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@goexpress.ge ან შეავსოთ აპლიკაცია: https://goexpress.ge/vacancy/.
ელ-ფოსტაზე გამოგზავნის შემთხვევაში სათაურის ველში მიუთითეთ “კურიერის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

1 Step 1
გამოცდილება
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right