ჩვენს შესახებ

ის, რაც არ იცოდით

          ქვეყანაში პანდემიის პირველმა ტალღამ და ონლაინ გაყიდვებზე მოჭარბებულმა მოთხოვნამ განსაკუთრებული პრობლემა შექმნა მიწოდების სერვისზე. ეს პრობლემა თითოეულმა მოქალაქემ გამოსცადა საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მათ, ვინც ონლაინ გაყიდვებით არის დაკავებული, მათ შორის ვიყავით ჩვენც, Go express (გოუ ექსპრესი) ის დამფუძნებლები. გამომდინარე იქიდან, რომ გადამზიდი კომპანიები დათქმულ ვადებში ვერ ასწრებდნენ გზავნილების მიწოდებას, მოგვიწია საკუთარი შეკვეთები თავად მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის.

          გაჩნდა იდეა, შეგვექმნა გადამზიდი კომპანია, რომელიც სრულად იქნებოდა მომხმარებელზე ორიენტირებული. ონლაინ გაყიდვების სფეროდან მიღებული გამოცდილება დაგვეხმარა შეგვემუშავებინა სწორი, კლიენტზე მორგებული კონცეფცია და შეგვეთავაზებინა დახვეწილი სერვისი.  კურიერის გამოძახების გასამარტივებლად საჭირო გახდა შეგვექმნა პორტალი. ამისთვის  შეირჩა დუბაიში არსებული კომპანია, რომელმაც შექმნა www.portal.goexpress.ge  პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ დაარეგისტრიროს ამანათი და პირადი კაბინეტიდან თვალი ადევნოს გზავნილს.

          2020 წლის 25 ივნისს გაეშვა Go express და პირველი გამოძახებაც გაკეთდა. ამ ეტაპზე კლიენტებს ვემსახურებით თბილისის მასშტაბით და რეგიონებიდან ჯერ ჯერობით რუსთავი დავამატეთ. კომპანიამ მალევე მოიგო მომხმარებლის გული და ყოველთვე იზრდება გუნდის წევრთა რაოდენობა, რომლებიც ათეულობით ონლაინ მაღაზიას ემსახურება. 

          Go express (გოუ ექსპრესი) ორიენტირებულია განვითარებაზე. იგეგმება დაფარვის ზონის გაფართოება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამატება.

          ჩვენი სლოგანია „გოუ ექსპრესი – შენი სანდო კურიერი“